სალვატორე მოლტისანტის ლექცია – „ლეონარდო და მუსიკა” გაიმართება

7 მარტს, 17:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში,  ჩატარდება ლექცია „ლეონარდო და მუსიკა”.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ლექცია ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავად გამართული გამოფენის „ლეონარდო. Opera Omnia” (27.02.2019 – 29.03.2019) ფარგლებში ჩატარდება.
ცნობილი იტალიელი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსის “Ibla Grand Prize” სამხატვრო ხელმძღვანელი სალვატორე მოლტისანტი ისაუბრებს რენესანსის ეპოქის მუსიკაზე, იმდროინდელ საკრავებსა და ლეონარდოს კავშირზე მუსიკასთან.
ლექცია ჩატარდება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მე-IV სართულზე, იმავე დარბაზში, სადაც გამოფენილია ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევრების რეალური ზომებისა და მაღალი რეზოლუციის მქონე ციფრული რეპროდუქციები.
ენა: ინგლისური (ქართულ ენაზე თარგმანით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები