“ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოსვლები, რომლებსაც საკრებულოში ვისმენთ, უსამართლოა”

 

თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რიტორიკულია უმცირესობის შეკითხვა, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი 2019 წლის ბიუჯეტს, რადგან მიმდინარე წელს დაგეგმილია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც სრულად ასახავს თბილისელების და მათ შორის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლების ინტერესებს. რევაზ სოხაძის განცხადებით, უმცირესობას 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის დაწყება მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიიდან შეუძლიათ, რადგან ისევე როგორც მთელ თბილისში მასშტაბური პროექტები მათ საცხოვრებელ სახლებთანაც განხორციელდება.
„მე ვიცი, რომ თქვენ გულის სიღრმეში ბიუჯეტი მოგწონთ და ზუსტად იცით, რატომ უნდა მისცეთ ხმა. დღეს მე არ ვისაუბრებ ყველა იმ პროექტზე, რომელიც თბილისში განხორციელდება. ოპოზიციას ვურჩევ, თვალი ადევნოს იმ პროექტების მიმდინარეობას, რომლებიც სწორედ 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, მათ საცხოვრებელ სახლებთან განხორციელდება. კონკრეტულად კი მინდა გავახარო ბატონი ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე, რადგან მათ საცხოვრებელ სახლებთან დედაქალაქის მთავრობა ძალიან ლამაზი სკვერების მოწყობას გეგმავს. 2019 წლის ბიუჯეტში მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი ბატონი ლევან ხაბეიშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სკვერის გაშენებისთვის. ეს ტერიტორია ათწლეულია ცუდ მდგომარეობაშია. მინდა გითხრათ, რომ გამონაკლისი არც ბატონი ირაკლი ნადირაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც ასევე ერთი სკვერი აშენდება. ამისთვის 2019 წლის ბიუჯეტში მილიონი ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოსვლები, რომლებსაც საკრებულოში ვისმენთ როგორც მინიმუმ უსამართლოა“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები