პროკურატურა: საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მლნ დოლარი ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე იმავე დღეს მოხვდა(ვიდეო)

„საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი ხაზარაძე ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე იმავე დღეს მოხვდა“, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მთავარმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ 2008 წლის აპრილ-მაისში – ,,თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე – ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი.
,,იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს ,,თიბისი ბანკიდან“ აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე”, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე „თიბისი ბანკის“ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები მიმდინარეობს.
,,გამოძიების ფარგლებში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა, ასევე დამატებითი დოკუმენტაციის მოპოვება და შესწავლა. საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის გამოძიების შესახებ ინფორმაციას”, – აღნიშნეს ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები