“დასავლეთ საფრანგეთს აკონტროლებდა” – ეთნიკურად ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” ბადრი ადანაია, იგივე “თამაზ ნოვოროსიისკი”, რომელიც ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეა, ბელორუსის პოლიციამ მინსკის აეროპორტში დააკავა.
დაკავებული საფრანგეთის სამართალდამცველების მიერ არასამართლებრივი შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ინტერპოლის ხაზით იძებნებოდა.
მას საფრანგეთის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. დაკავების შესახებ ინფორმაციას ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
როგორც ცნობილია, 58 წლის “კანონიერი ქურდი” ადგილობრივი ჩინოვნიკების თანამდებობაზე დანიშვნას ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა, რომლებიც თავის მხრივ, დასავლეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე ქურდების არასამართლებრივი ქმედებების კოორდინირებას ეწეოდნენ. ის ასევე ე.წ. “ქურდულ ობშიაკს” აკონტროლებდა.
ამ დროისთვის ბადრი ადანაია დაკავებულია და მისი ექსტრადირების საქმე წყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები