„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ „საჯარო მმართველობის“ სტუდენტები ესტუმრნენ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებული, საჯარო მოხელეთა კლუბის საბაკალავრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ სტუდენტები ესტუმრნენ.
სტუდენტებმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს, გაეცნენ კომპანიის სტრუქტურასა და მმართველობის სქემას, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, სსე-ში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეფექტიანი მმართველობის სქემა“,- აცხადებენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.