GIPA-ს „ფრონტალინ კლუბ ჯორჯიაში” პროექტ „ბიზნეს ამქარის” პრეზენტაცია გაიმართა

22 თებერვალს, GIPA-ს „ფრონტალინ კლუბ ჯორჯიაში” პროექტ „ბიზნეს ამქარის” პრეზენტაცია, გაიმართა, რომელიც A2B (Academy to Business) მოდელზეა აგებული; პროექტს GIPA და “თი-ბი-სი” ბანკი ერთობლივად განახორციელებენ.
ღონისძიების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა და “თი-ბი-სი” ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეm ნიკოლოზ ქურდიანმა.
პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს აკადემიისა და ბიზნესის სექტორის გადაკვეთაში, რათა აკადემიურმა სექტორმა ხელშესახები სარგებელი მოუტანოს ბიზნესს. პროექტის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტები, ლექტორების მენტორობით, სხვადასხვა მომსახურებას გაუწევენ “თი-ბი-სი” ბანკის პროექტ, სტარტაპერის პროგრამის მონაწილე კომპანიებს. მომსახურებების მენიუ მოიცავს კომპანიების ორგანიზაციული და მართველობითი სისტემების გამართვის, მარკეტინგის, ფინანსების, საოპერაციო საქმიანობის, კრეატიულ და სამართლებრივ საჭიროებებთან დაკავშირებულ (საერთო ჯამში 80-მდე) სერვისის გაწევას. პროექტი, GIPA-ს საგანმანათლებლო პროგრამებში ინსტიტუციონალიზებულია, რომელიც ასევე ხდება პროექტ სტარტაპერის ინტეგრირებული ნაწილი.
პროექტის ხედვაა, A2B (Academy to Business) მიდგომის გაფართოება და პროექტში სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობის ზრდა.
აღნიშნული ინიციატივა, თავის მასშტაბიდან გამომდინარე, წარმოადგენს საგანმანათლებლო და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის პირველ სიღრმისეულ პრეცენდენტს საქართველოში.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები