მიხეილ რამიშვილი: დეკანოზ მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზი სასჯელაღსრულების 18-ე დაწესებულებაში, ანუ ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
“როგორც შემატყობინეს, დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების 18-ე დაწესებულებაში, ანუ ციხის საავადმყოფოში “რეზბალნიცაზე” გადაჰყავთ.
სრულყოფილი დიაგნოზი ჯერ არ გააჩნიათ. ექიმები ვერ ადგენენ დიაგნოზს, არ არის ჯერ ექსპერტიზის დასკვნა. პირადი ექიმის განცხადებით, დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას ეს ყველაფერი მოუწყვეს და ახლა მიჰყავთ ისევ საპატიმროში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე დიაგნოზი და ახლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ხალხო, გადავარჩინოთ დეკანოზი გიორგი მამალაძის სიცოცხლე”, – წერს მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში.