ქეთევან ციხელაშვილი: ეს ტკივილი გვასწავლის, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დამნაშავეების დასასჯელად

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საფლავზე იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, ადრე თუ გვიან, სამართალი უნდა აღსრულდეს.
“ეს ტკივილი გვასწავლის ერთ რამეს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დამნაშავეების დასასჯელად. ეს საკითხი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, არ მოიხსნება დღის წესრიგიდან. ადრე თუ გვიან, სამართალი უნდა აღსრულდეს”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსი ოპკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე 100-მდე ჭრილობა და დაზიანება ჰქონდა, რომლის უმეტესობა ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები