ე.წ ოცნების ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ე.წ ოცნების ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სრულყოფილი სამშენებლო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა წარმოადგინოს.

ტენდერის პირობების მიხედვით, ე.წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა და პარკინგის სივრცე მოეწყობა.

აჭარის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღო.

დღეისათვის ე.წ. ოცნების ქალაქში საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სამუშაო ჯგუფი მოქალაქეებს შესაბამის კონსულტაციებს უწევს. ადგილზევე იღებენ განცხადებებს და მონაცემებს ამუშავებენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 6 თებერვალს საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომ ე.წ ოცნების ქალაქის მაცხოვრებლებსთვის საცხოვრებელი სახლები აშენდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები