„სემეკი“ „მუხიანი 2“-ის დასახლებაში GWP-ის წყალმომარაგების საინვესტიციო პროგრამას განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 21 თებერვლის საჯარო სხდომაზე „მუხიანი 2“-ის დასახლების წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა.
„სემეკმა“ „მუხიანი 2“-ის დასახლების წყალმომარაგების პრობლემების აღმოსაფხვრელად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დეტალური საინვესტიციო პროგრამის კომისიაში წარდგენა დაავალა.
საინვესტიციო პროგრამის განხილვა და კომისიასთან შეთანხმება პირველი მარტის საჯარო სხდომაზე მოხდება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება განხილვას დაესწროს.
„კომისიამ პრობლემური საკითხის შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში „მუხიანის 2“-ის დასახლებაში (მუხიანის აგარაკები) სასმელი წყლის ხშირი წყვეტების გამო კომისიის ქოლ ცენტრში არაერთი ზარი დაფიქსირდა, ასევე, მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა კომისიის Facebook გვერდზეც.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე, სემეკის Facebook გვერდზეც“,- აცხადებენ სემეკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები