თიბისი ბანკი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის ყველა მითითებას შეასრულებს

როგორც ცნობილი გახდა, თიბისი ბანკმა გაიზიარა ეროვნული ბანკის მითითება და მოხდა ხაზარაძის და ჯაფარიძის დათხოვნა სამეთვალყურეო საბჭოდან, როგორც ამას ეროვნული ბანკი მოითხოვდა. ასევე, თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარსაც გადაიხდის და მასთან ყველა სამართლებრივ დავას შეწყვეტს.
როგორც ჩანს, თიბისი ბანკს ამ გადაწყვეტილებით სურს, საბოლოოდ წერტილი დაესვას იმ უამრავ პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც ეროვნული ბანკის, როგორც ფინანსური რეგულატორის გადაწყვეტილებას მოჰყვა.
დღეიდან მამუკა ხაზარაძეს, როგორც კერძო პირს, უფლება აქვს იდავოს სამართლებრივ ჩარჩოებში, თუმცა, თიბისი ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნათელია, რომ აღნიშნული საკითხები ან დავები ბანკს აღარ შეეხება.
ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის მიერ ერთობლივად გავრცელებულ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამით ორივე მხრიდან ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია. მხარეები მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ ამ თემებზე სპეკულაციებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები