გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეტეხის ტაძრის ეზოში, აქცია პერფორმანსი – “ეს საქართველოა” მოეწყობა

21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 12:00-იდან 15:00-მდე, მეტეხის ტაძრის ეზოში, მოეწყობა აქცია პერფორმანსი – “ეს საქართველოა”. აქციის ფარგლებში, გიდები თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში უფასო ტურებს ჩაატარებენ.
როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა აცნობეს, გიდების მიზანია, ერთის მხრივ, მოუწოდონ უცხოელ კოლეგებს, ტურ ოპერატორებს არ მოხდეს საქართველოს რუკის, სახელმწიფო სიმბოლიკის თუ ქვეყნის ისტორიის დამახინჯება და მეორეს მხრივ, მთავრობამ აღკვეთოს მსგავსი ფაქტები.
აქციის ორგანიზატორები არიან სრულიად საქართველოს გიდების სხვადასხვა ჯგუფები, ასოციაციები, გაერთიანებები.
“17:00-ზე, “არტ ჰაუსში”, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გაიმართება. საქართველოს გიდების ასოციაცია, თბილისში გამართულ, გიდების საერთაშორისო კონგრესის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს.
მოწვეული არიან ქალაქ თბილისის მერი,, ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმთან დაკავშირებული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მისამართი: საქართულიი ხელოვნების მუზეუმთან არსებული სივრცე – “არტ ჰაუსი”, ლადო გუდიაშვილის ქ.#18″, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები