“შერატონი” საქართველოში Grand-ის სტატუსით ბრუნდება(ფოტოკოლაჟი)

Marriott-ის საერთაშორისო ქსელის წევრი Sheraton Hotels & Resorts-ი, მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“ Grand-ის სტატუსით წარმოადგენს.
განახლებულმა „შერატონმა“ ჟურნალიტებისთვის მედიატური მოაწყო. მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, სრულყოფილად დაეთვალიერებინათ განახლებული სასტუმრო და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
განახლებულ, პრემიერ კატეგორიის სასტუმროში კეთილმოწყობილი 220 ნომერია, რომლებიც 4 ძირითად კატეგორიად არის დაყოფილი. აქ ნებისმიერ სტუმარს ექნება საშუალება, თავისი მოთხოვნის შესაბამისი არჩევანი გააკეთოს.
სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი 2,000 კვ.მ სივრცე მრავალმხრივი ღონისძიებებისთვის. მათ შორის, ქალაქში ყველაზე დიდი – 1000 კვ.მ. ფართობის საკონფერენციო დარბაზი და 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის.
ვარჯიშის ან რელაქსაციის მიზნით სტუმრებს შეუძლიათ, P’auza სპა და ფიტნეს-ცენტრებში გადაინაცვლონ, სადაც ისარგებლებენ უახლესი კარდიო ტრენაჟორებით, დახურული და ღია აუზებით, სამასაჟე ოთხებით, საუნებით, ჰამამით, ყინულის აუზითა და სარელაქსაციო ზონებით.
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ სრულად პასუხობს „შერატონის“ ლეგენდარული ბრენდის კონცეფციას – იყოს „მსოფლიო თავშეყრის ადგილი“. ჩვენ გთავაზობთ სამაგალითო მომსახურებას და, რაც მთავარია, მარტივ და კომფორტულ პირობებს ამ მომსახურების მისაღებად“, – ამბობს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი ანდრეას ჰეიდინგსფელდერი.
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 1 მარტს პირველ სტუმრებს მიიღებს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები