რიმა ბერაძემ ჩუღურეთის გამგებელთან ერთად რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რაიონის გამგებელთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. რიმა ბერაძე და ზურაბ ჩიკვილაძე შვიდ მისამართზე სახლების გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნულ ქუჩებზე სახლების სარემონტო სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და პროექტი ჯამურად 600 000 ლარის ღირებულებისაა. სამუშაოები ამ ეტაპზე სულიაშვილის, თოიძის, ჩიტაიას, გორკის, კუმისის, დონდუას და ნ. ჩხეიძის ქუჩებზე მიმდინარეობს და მას ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.
„ჩუღურეთის სიძველიდან გამომდინარე, რაიონში ბევრი ავარიული სახლია. არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის მეშვეობით, ეტაპობრივად მივყვებით და პრიორიტეტების მიხედვით ვამაგრებთ მათ. ამჟამად, ერთდროულად 7 მისამართზე ვახორციელებთ სამუშაოებს და იმედი გვაქვს, რომ მალე უფრო მეტ მისამართს მოვიცავთ“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები