87 წლის კლარა ორეხოვსკაიას, რომელიც ქალიშვილმა მიატოვა, დახმარება სჭირდება

87 წლის კლარა ორეხოვსკაია პრაქტიკულად პარალიზებულია. ეს ხანდაზმული ქალბატონი საწოლს არის მიჯაჭვული, მას უამრავი დაავადება აწუხებს, ძალიან დასუსტებულია, უკანკალებს ხელები, უჭირს საუბარი, ხოლო ასთმური მოვლენები კიდევ უფრო ართულებს მის ისედაც სავალალო მდგომარეობას.

იგი ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობს, უკიდურესად მძიმე პირობებში და სრულ მარტოობაში. რამდენიმე წლის წინ მან ინსულტი გადაიტანა, მოგვიანებით კი ოთახში დაეცა და  მოიტეხა თეძო. ამან საბოლოოდ „გაანადგურა“ ეს ხანდაზმული ადამიანი და სასოწარკვეთაში ჩააგდო.

კლარა ორეხოვსკაია მთელი ცხოვრება მუშაობდა დაწყებითი განათლების სისტემაში, კოლეგების და აღსაზრდელების მხრიდან ყოველთვის სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა, თუმცა ხანდაზმულობის ჟამს იგი მარტოობაში აღმოჩნდა.

ეს ხანდაზმული ქალი ქალიშვილმა მიატოვა, უარი თქვა მის მოვლაზე და მოხუცი ქალი ლუკმა-პურის გარეშე დატოვა.  ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა მისი ტკივილი, არის დისშვილი პავლე, რომელსაც “ჩერნოვეცნკის” ფონდის წარმომადგენელი ესაუბრა:

-ხშირად ნახულობთ დეიდას?

პავლე: დავდივარ შეძლებისდაგვარად, რადგან ვმუშაობ და ყოველთვის ვერ ვიცლი. როდესაც მოვდივარ, მომაქვს მისთვის საკვები პროდუქტები, მოვუმზადებ ფაფას, დავგვი, ვესაუბრები… მე თავად მიჭირს მატერიალურად და ვერ მომაქვს მისთვის წამლები. მადლობა “ჩერნოვეცკის” ფონდს, რომლის ექთანი ხშირად მოდის აქ და უვლის დეიდას, ამარაგებს წამლებით. რომ არა თქვენ, ეს ქალი ცოცხალი არ იქნებოდა.

-ჩვენს გარდა ვინმე ეხმარება მას?

პავლე: სამწუხაროდ, მეტი არავინ ეხმარება. “ჩერნოვეცკის” ფონდის ჩარევის შემდეგ, დეიდაჩემი ოთხ თვეში ერთხელ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის მედიკამენტებს იღებს. ეს არის და ეს… რჩება პენსია, რომელიც კომუნალურ გადასახადებს და ელემენტარულ საკვებს ხმარდება.

-ყველაზე მეტად რასთან დაკავშირებით განიცდის თქვენი დეიდა?

პავლე: ძალიან განიცდის ქალიშვილთან ურთიერთობას, ლოცულობს მასზე, მის კეთილდღეობაზე, მზადაა აპატიოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

“მეგობრებო, კლარა ორეხოვსკაია საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს. მოდით, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი, ვანუგეშოთ და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშებზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კლარა ორეხოვსკაია) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან  “,- აცხადებენ ფონდში.

 

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები