ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, 2018 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
“საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას.
2018 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის აბსოლუტური მაჩვენებელი 276 ათასიდან 245 ათასამდეა შემცირებული.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ კი პირველად გადაუსწრო თვითდასაქმებულთა რაოდენობას და 50.8 პროცენტი შეადგინა. ცნობისთვის, 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 42.5 პროცენტს შეადგენდა, 10 წლის წინ კი მხოლოდ და მხოლოდ 39 პროცენტს უდრიდა.
​აღნიშნული შედეგები ბოლო დროინდელი რეფორმების სისწორეზე მეტყველებს და კიდევ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგებს მოიტანს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაანონსებული, ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის პროფესიული გადამზადების პირობებში”,-წერს დეპუტატი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
​ცნობისათვის, საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, 1.9% პუნქტით შემცირდა და 12.1% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები