ბექა დავითულიანი: ოპოზიციას მიწათსარგებლობის გენგეგმასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები არ აქვს

თბილისის საკრებულოში მიმდინარე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს განიხილავენ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის განცხადებას უპასუხა.
მისი თქმით, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს იმას, რომ მათ თავად გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები არ აქვთ.
„გილოცავთ კოლეგებო, როგორც ჩანს იმდენად კარგი დოკუმენტი დაგვიმუშავებია, რომ ოპოზიციას შენიშვნა არ აქვს. შესაბამისად, დროა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და მივიღოთ გადაწყვეტილება. ქალაქის სწორად განაშენიანების თვალსაზრისით დღეს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ეს არის ბოლო ეტაპი, რომლითაც გენერალური გეგმაზე მუშაობა სრულდება და მას საკრებულო უახლოეს მომავალში მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები