ლევან ჯაფარიძე: თბილისისთვის გამწვანების ღონისძიებებზე მიზნობრივი დანახარჯები საკაცობრიო მნიშვნელობის მატარებელია

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი ლევან ჯაფარიძე საკანონმდებლო ინიციატივას „მწვანე ხაზებს“ დადებითად აფასებს.
მისი თქმით, გარემოს დაცვა ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„გარემოს დაცვა ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს ინიციატივაც ამ მიზანს ემსახურება. პროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტების, ევროპული ქალაქის მშენებლობისთვის ეკოლოგია.
პროექტი „მწვანე ხაზები“ მიზნად ისახავს არსებული სკვერების, ბაღებისა თუ მწვანე სივრცეებს დაცვას კანონის ძალით. აღნიშნულ ტერიტორიებზე აიკრძალება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა, რაც გააძლიერებს დაცვის მექანიზმს და რეალური პრობლემა – მშენებლობები ვერ მოახდენს მათ დაზიანებას, ვინაიდან ცვლილებები „მწვანე ხაზებში“ დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებებთან.
საყურადღებოა, რომ ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მოქალაქეს – მოხდება მათი ბაზაში აღრიცხვა და ნერგებით უზრუნველყოფა, რათა დამატებითი მწვანე სივრცეები შეიქმნას.
რაც შეეხება „მწვანე ხაზების“ დადგენას – ეს არ იქნება ერთპიროვნულად შერჩეული ტერიტორიები. ამისთვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფი და სამუშაო პროცესში თითოეული მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური.
გარემოს დაცვისა და გამწვანების მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი პროექტი დაიგეგმა. საკომპენსაციო რგვა, მემორანდუმი ხეების ერთიანი ძალებით მოვლის შესახებ, პროექტი „მწვანე პოლიტიკა“, რომელიც სხვადასხვა კუთხითაა მიმართული ეკოლოგიის განვითარებისკენ და ა.შ.
ვფიქრობ, თბილისისთვის გამწვანების ღონისძიებებზე მიზნობრივი დანახარჯები საკაცობრიო მნიშვნელობის მატარებელია. რაც მთავარია, საჭიროა კომპლექსური მიდგომა გარემოს დაცვასთან, საჭიროა, პროცესი იყოს დინამიკური და მოსახლეობის მაღალ ჩართულობას ითვალისწინებდეს. ჩვენი შვილები ბავშვობიდან უნდა მივაჩვიოთ გარემოზე ზრუნვას და ჩავუნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ისინი უნდა აღიზარდონ სუფთა გარემოში.
ეს საკითხი როგორც თბილისის საკრებულოსთვის, ისე პირადად ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მუდმივად ვიქნები მოტივირებული, ჩავერთო ღონისძიებებში, რომელიც ემსახურება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას“, – აცხადებს ლევან ჯაფარიძე.
დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, მიმდინარეობს ახალ ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მალე „მწვანე ხაზების“ სახელწოდებით გახდება ცნობილი და რომელიც პარკებს, ბაღებს, სკვერებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები