“ის, რომ საქართველოს განსაკუთრებული პატივისცემა აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამის დასტური ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაა”

ის, რომ საქართველოს განსაკუთრებული პატივისცემა აქვს ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, ამის დასტურია ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში, ის, რომ საქართველოს განსაკუთრებული პატივისცემა აქვს ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, ამის დასტურია ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რაც კონკრეტულად სარგებლის მომტანი გახდა საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს იქნება განათლების, კულტურული თუ უსაფრთხოების კუთხით. ამ მიმართულებით სამომავლოდ ვიმუშავებთ, ვითანამშრომლებთ და ჩვენ თქვენს გვერდით გვიგულეთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.
„შევეხეთ ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ კუთხითაც უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კონტაქტები, თანამშრომლობა, რომ შემცირდეს საემიგრაციო ნაკადი საქართველოდან“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები