კინომსახიობთა თეატრში ჟან კოქტოს „ადამიანის ხმა“ დაიდგმება

12, 13 თებერვალს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მცირე სცენაზე პრემიერა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტის სადიპლომო სპექტაკლი,  ჟან კოქტოს „ადამიანის ხმა“ დაიდგმება.
ადაპტირებული ტექსტის ავტორი – ელენე ჭეიშვილი;  რეჟისორი – ვეფხია ნადირაძე;  მხატვარი – ნანა რუხაძე;  მუსიკალური გამფორმებელი – მანანა კიკაბიძე; ქორეოგრაფი – გელა თურმანიძე;  დადგმის ხელმძღვანელი – გიორგი სიხარულიძე.
მონაწილეობს თამარ აფშილავა.
სპექტაკლი სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები