„ქართული ხელნაწერები – ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“ – მზექალა შანიძის ლექცია გაიმართება
12 თებერვალს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ ემერიტუსი პროფესორი მზექალა შანიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას – „ქართული ხელნაწერები – ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“.
როგორც „კვირას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, ლექცია „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ეგიდით გაიმართება.