მარიო ბენედეტის წიგნის წარდგენა გაიმართება

12 თებერვალს, 19:00 საატზე, „სტამბას“ წიგნის მაღაზიაში ახალი თარგმანის, მარიო ბენედეტის წიგნის – „სულის მოთქმის“ და „მადლობა ცეცხლისთვის“  – წარდგენა გაიმართება.
წიგნს წარადგენენ: მთარგმნელი ელზა ახვლედიანი და რედაქტორი მაია ალუდაური.
ურუგვაელი მწერალი მარიო ბენედეტი / (1920-2009) – რომანისტი, ესეისტი, პოეტი – თანამედროვე რეალიზმის „დიდი რომანის“ ბრწყინვალე წარმომადგენელი და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია. იგი აღიარებულია, როგორც “ყველაზე საკითხავი“ მწერალი არა მხოლოდ ურუგვაიში, არამედ მთელ ესპანურენოვან სამყაროსა და ევროპაში.
ღონისძიებაზე სტუმრები წიგნს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.
მარიო ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე პირველად„ პალიტრა L“-მა გამოსცა სერიაში “ლიტერე ინვენტე”.
„სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები