ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეზე წელს მეთოთხმეტედ წარდგება

ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეთოთხმეტედ არის წარმოდგენილი. ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო,  ,,აწარმოე საქართველოში”, ერთობლივად წარმოადგენს.

როგორც ,,კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, რადენიმე დღის განმავლობაში, ქართული დელეგაცია, უცხოელ კოლეგებთან, არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. ასევე, საქართველოს პავილიონში, ქართული ფილმების პრომოუშენის გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებული უცხოელი კინომწარმოებლები პროგრამას „გადაიღე საქართველოში” გაეცნობიან.

ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები კანის კინოფესტივალის დირექტორს, ტიერი ფრემოსა და სან სებასტიანისა და კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები