დათო ევგენიძის საღამო და ახალი კრებულის წარდგენა გაიმართება
9 თებერვალს, 19:00 საათზე, „სტამბის წიგნებში“, დათო ევგენიძის საღამო და ახალი კრებულის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სამი წიგნის კრებულს „დე“ ჰქვია და ის დათო ევგენიძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. კრებული ავტორმა დედას მიუძღვნა. ამასთან, კრებულის სახელწოდება პოეტისა და მუსიკოსის ინიციალებიცაა.
კრებულში „დე“ – გაერთიანებულია სამი წიგნი: „ხმოვანი და თანხმოვანი“, „Faceბუკი“ და „BANDენა“.