„მე დავრგავ მანდარინს“ – ელისო ჯანაშიას წიგნის წარდგენა გაიმართება
13 თებერვალს, 19:00 საათზე, მაღაზია „სტამბის წიგნებში“ ელისო ჯანაშიას წიგნის – „მე დავრგავ მანდარინს“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ელისო ჯანაშიასთან შეხვედრა და დისკუსია გაიმართება როგორც წიგნის, ასევე ბლოგების შესახებ.
ეს არის ესეების კრებული, სადაც ავტორი აფხაზეთში გატარებულ დროზე, იქაურ თავგადასავლებზე, ემოციებსა და სიყვარულზე მოგვითხრობს. ელისო ჯანაშია აქვს საავტორო რუბრიკა, ონლაინ ჟურნალში – tbilisimo.ge და საკუთარი ბლოგი სოციალურ ქსელში – Telegram.