ანკარის წმინდა ტერეზას სახელობის ტაძარში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა პირველად აღევლინა

ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში იღუმენმა მიქაელ ბრეგვაძემ ქართულ ენაზე პირველად აღავლინა წირვა-ლოცვა. ლიტურგია საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საელჩოსა და ანკარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, იღუმენმა მიქაელმა და თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართეს და ეს ისტორიული დღე შეაფასეს.
ელჩმა ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას. გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს საელჩო, როგორც ყოველთვის, მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს მათი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის კუთხით.

წყარო: diaspora.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები