ფოლკლორის ცენტრში ,,დანტეს ხელოვნების სკოლის“ მოსწავლეების გამოფენა გაიხსნება

7 თებერვალს, 19 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, ,,დანტეს ხელოვნების სკოლის“ მოსწავლეების ფერწერული, სკულპტურული და ხელოვნების სხვა დარგის ნამუშევრები გამოიფინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები 23 თებერვალს ეწვევიან დღის ცენტრის – ,,ახალი ნაბიჯების“ აღსაზრდელებს და გადასცემენ შემოსულ თანხასა და შემოწირულ ნივთებს. „დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეები დღის ცენტრის ბენეფიციარებს პირადად ჩაუტარებენ ხატვის მასტერკლასს და ერთობლივ თამაშს, რაც ხელს შეუწყობს თანატოლებს შორის თავისუფალ გარემოში უშუალო კონტაქტის დამყარებას, იდეების, მეგობრული რჩევების გაზიარებას და შემოქმედებითი  უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივოვობის მიზანიც სწორედ ესაა: მიეცეთ ბავშვებს საშუალება, ჩართულები იყვნენ სხავადასხვა სახის სოლიდარობის, თანადგომის, საქველმოქმედო ღონისძიებებში.
ღონისძიების ორგანიზატორია ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი”.

მისამართი: დავით აღმაშენებლის 68.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები