„ბავშვები მწერალთა სახლში“ – მაყვალა მრევლიშვილის საღამო გაიმართება

9 თებერვალს, 13:00 საათზე, მწერალთა სახლში მაყვალა მრევლიშვილის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ მწერალთა სახლიდან აცნობეს, წელს საბავშვო პოეტ მაყვალა მრევლიშვილის 110 წლის იუბილეა. ეს შეხვედრაც მას ეძღვნება. საღამოზე ბავშვები კიდევ ერთხელ წაიკითხავენ პოეტის ლექსებს.
„შენ გიგალობ, პატარავ, დილა მშვიდობისა!“ აბა, რომელმა პატარამ ან დიდმა არ იცის ეს ლექსი? ან – „კოპი, კოპი, ტელესკოპი, რატომ აზით ბელებს კოპი?“ ანდა „კიკლი, კიკლი, კიბესა, ყურცქვიტების ციხესა…“ და კიდევ რამდენი…
შეხვედრები „ბავშვები მწერალთა სახლში“ იმართება შაბათობით, 13:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები