24 მაისი

10:00
NEW
“ევროპის სახლში” საქართველოს პროგრესული ფორუმი, გერმანიის ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით პროექტს “პროგრესული იდეების სკოლის” მორიგ სემინარს გახსნის. მისამართი: დადიანის ქ. #2/1 საკონტაქტო პირი: ნათია სვანიძე 593 00 07 50
10:00
NEW
სოფიკო ჭიაურელის სახ. სკვერსა და მის მიმდებარე ქუჩებზე (შარდენის ქუჩა, ბამბის რიგი) ტრადიციული ყვავილების ფესტივალი “ვარდობისთვე თბილისში 2014” გაიხსნება.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: დიმიტრი დარბასიელის მიერ თანამდებობის დატოვება, პრემიების საკითხი, პარლამენტარების ხელფასები, ბაროზოს განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
11:00
NEW
ეთნოგრაფიულ მუზეუმში “ახალი ღვინის ფესტივალი 2014” გაიხსნება.
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში არასაპარლამენტო ოპოზიციის შემადგენლობაში მყოფი სოციალ -დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვახტანგ ჟორდანია ბრიფინგს გამართავს. თემა: არათანაბარი საარჩევნო გარემო, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

11:30
NEW
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გაეროს მოსახლეობის ფონდი თბილისისა და კახეთის რეგიონის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
11:30
NEW
განათლების მულტიმედია ცენტრში, თბილისის პირველი ინტერნეტ ფორუმი გაიმართება, რომლის მიზანია ბლოგერების, ონლაინ აქტივისტების და ინტერნეტის განვითარებით დაინტერესებული პირების შეკრება. მისამართი: ალ. ჭავჭავაძის ქ. #10ა (ოპერასთან)
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელძღვანელი პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: დიმიტრი დარბასიელის მიერ თანამდებობის დატოვება, პრემიების საკითხი, პარლამენტარების ხელფასები, ბაროზოს განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
12:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბორჩხაძე მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს და უკანონო მშენებლობას გააპროტესტებს. მისამართი: ზანდუკელის ქ. #3 (ზანდუკელისა და მაყაშვილის კვეთა) საკონტაქტო ნომერი: 571 77 51 13 შოთა
12:00
NEW
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღვინის კლუბი “ახალი ღვინის ფესტივალს” გამართავს.

12:00
NEW
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე სპეციალისტებთან ერთად მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის, გელათის მთავარი ტაძრის სარეაბილიტაციო პროცესს მოინახულებს.
12:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები ფიქრია ჩიხრაძე და ალეკო შალამბერიძე თელავის მერობისა და გამგებლობის და კახეთის რეგიონის გამგებლობის და სიის პირველი ნომრების კანდიდატებს წარდგენენ. მისამართი: თელავი, ჭავჭავაძის მოედანი #5, სამუსიკო სკოლასთან საკონტაქტო პირი: ნიკა ვარდოშვილი 593 20 22 41
12:00
NEW
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოზურგეთში, კინოთეატრ “ოზურგეთში” გურიის მოსახლეობას შეხვდება.
13:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“ და „ სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“ წარმომადგენლები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა:კოალიცია საზოგადოევრივი ინიციატივა, საქალაქო სასამართლოს მიერ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილეობას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
13:00
NEW
“შერატონში” საზოგადოებრივი მოძრაობა “ყველა თაობა საქართველოსთვის” კოალიცია – “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასთან შეხვედრას გამართავს.

13:00
NEW
დიღმის ტყე-პარკში “ელიტ ელექტრონიქსი” და “ბოში” გამწვანების აქციას გამართავს.
13:00
NEW
პარტია “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა”, პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ბარნოვის ქ. #56
13:00
NEW
“ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: ნაძალადევი, გადასასვლელ ხიდთან, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია
13:00
NEW
დიღმის ტყე-პარკში გამწვანების აქცია გაიმართება, რომელშიც “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები და მოხალისეები ჩაერთვებიან.
14:00
NEW
ალეკო ელისაშვილი ცაგერის ქ.#5-ში ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს შეხვდება.

14:30
NEW
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ლანჩხუთში, ამბოხებული გურულის ძეგლთან (ცენტრში) მოსახლეობას შეხვდება.
16:00
NEW
„ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი, კოლმეურნეობის მოედანზე, სკვერში, ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს.
17:00
NEW
ერეკლე მე-2 მოედანზე, საპატრიარქოს სკვერთან, „ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი, ჩახრუხაძის ქუჩის დასაწყისში ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს.
18:00
NEW
გუდიაშვილის სკვერში, „ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ამომრჩეველს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები