პოეტ ზაალ ებანოიძეს 80 წლის იუბილე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მესვეურებმა მიულოცეს

პოეტ ზაალ ებანოიძეს 80 წლის იუბილე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მესვეურებმა მიულოცეს. ბაღდათის მერმა არჩილ გოგსაძემ, მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ, მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ პოეტს საჩუქრები გადასცეს.
ზაალ ებანოიძე რამდენიმე კრებულის ავტორია, მათ შორის პოემების და საბავშვო ლექსების. ქართული თანამედროვე კლასიკური პოეზიიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებულია გალაკტიონ ტაბიძის და ლადო ასათიანის პრემიით, არის ღირსების ორდენის კავალერი და ბაღდათის საპატიო მოქალაქე. უახლოეს მომავალში ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ზაალ ებანოიძის საიუბილეო საღამო.
მრგვალი თარიღის შესრულებას ღვაწლმოსილ პოეტს მეგობრები და კოლეგები მიულოცავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები