ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები – „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის რჩევები

როგორია ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები, რა ტიპის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლებია უსაფრთხო, – ამ საკითხების შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა, გიგლა თამაზაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, საფრთხის შემცველია ღია წვის კამერიანი გამათბობლები და წყალგამაცხელებლები.
„ძალიან მნიშვენლოვანია, სახლში დამონტაჟებული გამათბობლები და წყალგამაცხელებლები.
დახურული წვის კამერიანი გამათბობლების პრიორიტეტია ის, რომ ასეთი ტიპის დანადგარები ჰაერს იღებენ გარედან და წვის პროდუქტებსაც გააფრქვევენ გარეთ. ღია წვის კამერიანი დანადგარები, უშუალოდ საცხოვრებელი ფართიდან იღებენ ჰაერს, შემდეგ წვის პროცესის დროს სჭირდებათ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით ჟანგბადი, ოთახში ამოწურავენ ჟანგბადის რაოდენობას, გადადიან არასრული წვის რეჟიმში, რა დროსაც გამოიყოფა co, რომელიც რამდენიმე ჩასუნთქვის შემდეგ იწვევს ინტოქსიკაციას, ხშირად ფატალურად მთავრდება. CO-ს, სამწუხაროდ, სუნი არ აქვს, მისი შეგრძნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, გარდაუვალად იწვევს ფატალურ შედეგებს.
მინდა, გავაფრთხილო მოსახლეობა, თუ ჩვენი სპეციალისტი მისცემს რეკომენდაციას, რომ დახურული ფართებიდან გაიტანონ ღია წვის კამერიანი დანადგარები, უნდა დაუჯეროთ და მოხსნათ ეს დანადგარი“,- განაცხადა თამაზაშვილმა.
როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე ნებისმიერი დანადგარის ტექნიკური შემოწმება აუცილებელია.
„აუცილებელია მოქალაქეების თვითშეგნებაში ჩაჯდეს ერთი მომენტი, რომ აუცილებელია, დანადგარის ზედმიწევნით კარგად შემოწმება.
„ყაზტრანსგაზ- თბილისი“ თბილისის მაცხოვრებლებს უფასოდ ემსახურბა. ის ამოწმებს გაზგაყვანილობის ქსელს. რაც შეეხება დანადგარების შემოწმებას – ეს იმ კომპანიებთან უნდა მოხდეს, სადაც შეიძინეს, რადგან ჩვენი კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ გაზგაყვანილობის ქსელზე. ჩვენ უფასოდ ვაძლევთ რეკომენდაციებს რა ტიპის დანადგარების დამონტაჟება შეიძლება. ვაძლევთ რჩევებს, იმის შესახებ, თუ სად უნდა დააყენონ დანადგარები, სად იქნება უსაფრთხო და ა.შ. მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ 240 084 -ზე , ან 114 -ის ზარზე ჩვენი თანამშრომლები მივლენ, რეკომენდაციებს მისცემენ.
ბუნებრივ გაზს სუნი არ აქვს. იმისთვის, რომ უსაფრთხო იყოს ნივთიერება ოდორანტი ემატება მას. ეს იძლევა საშუალებას, ბუნებრივი გაზი აღქმადი იყოს და შევიგრძნოთ სუნი. მინდა, გავაფრთხილო მოქალაქეები, თუ შეიგრძნობენ სუნს სახლში, სადარბაზოში, აუცილებელია გავანიავოთ, დავტოვოთ საცხოვრებელი და დავრეკოთ ცხელ ხაზზე, ქუჩაში თუ იგრძნობენ სუნს აუცილებელია, დარეკონ, შეგვატყობინონ, ნუ იქნებიან გულგრილები“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
მისი თქმით, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, „ყაზტრანსგაზ- თბილისი“ კიდევ უფრო ააქტიურებს უსაფრთხოების მასშტაბურ კამპანიას სახელწოდებით – „მეტი უსაფრთხოებისთვის“.
„ჩვენთვის მთავარი მიზანია, დედაქალაქის მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლება გაზის მეურნეობაში არსებული წესებისა და ნორმების შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან წესები, როგორ უნდა ამუშაონ გამათბობლები იქნება თუ წყალგამაცხელებლები, უსაფრთხოდ.
გაზის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული ობიექტები წარმოადგენს მომატებული საფრთხის ობიექტებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს ის ტექნიკური რეგლამენტები და ნორმები, რომელიც ამ მეურნეობასთან არის დაკავშირებული.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ დაუჯეროს „ყაზტრანსგაზ -თბილისის“ რჩევებს, ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალსიწინონ. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სისტემატურად თბილისის ყველა ოჯახში შედის, ამოწმებს იმ მოწყობილობებს და გაზგაყვანილოებებს, რომლებიც დამონტაჟებულია სახლებში. გავცემთ რეკომენდაციას უსაფრთხოების ნორმებისა და წესების შესახებ. აღნიშნულმა პიარკამპანიამ, რომელიც მერიასთან ერთად დაიგეგმა, გარკვეული შედეგი გამოიღო სტატისტიკის მიხედვით. ბოლო წლების განმავლობაში შემაშფოთბელი სტატისტიკა იყო.
მაგალითად, 2016 წელს იყო 125 მოწამვლის შემთხვევა, გარდაცვლილი იყო 29 ადამიანი, 2017-ში, პიარკამპანიის დაწყების დღიდან, შემცირდა და 53 მოწამლული იყო CO-თი, გარდაცვალება – 22. დღეის მონაცემებით, გვაქვს ინტოქსიკაციის 16 შემთხვევა და გარდაცვლილია – 13.
ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ ეს კამპანია უფრო აქტიურ ფაზაში გადავიყვანოთ. შევიდეთ ყველა მოსახლესთან, ავუხსნათ პრობლემები“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები