ე.წ. მაღლივის ხიდიდან გადავარდნილი 27 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

დღეს, გამთენიისას ე.წ. მაღლივის ხიდიდან 27 წლის მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე შეტყობინება გამთენიისას, 05:00 საათზე შევიდა. მათივე ცნობით, მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარი მდინარე ვერედან ამოიყვანეს.
“ჩვენთან შეტყობინება გამთენიისას, 05:00 საათზე შემოვიდა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 27 წლის მამაკაცია. მაშველები, რომ მივიდნენ მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. მათ ცხედარი მდინარე ვერედან ამოიყვანეს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები