მარიანნა სჩოტკინა: ინაუგრაციის შესანიშნავი ღონისძიება ქალბატონი პრეზიდენტის მონაწილეობით გახლავთ უმნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიაში

„ინაუგრაციის შესანიშნავი ღონისძიება ქალბატონი პრეზიდენტის მონაწილეობით გახლავთ უმნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიაში”, – ამის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეისი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიანნა სჩოტკინამ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის შეფასებისას განაცხადა.
ბელარუსის საკანონმდებო ორგანოს წარმოამდგენელმა ისაუბრა ორ ქვეყენას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და აღნიშნა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა მოლოდ ერთმანეთის პატივისცემასა და პარტნიორულ ურთიერთობაზე შეიძლება იყოს დამყარებული.
„სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის უწყობს ხელს ადამიანების და ერების კეთილდღეობის ზრდას და ამიტომ მნიშვნელოვანია მეგობრული კავშრების და ჩვენი საერთო კულტურული და ჰუმანიტარული პროექტების პარალელურად განვითარდეს ჩვენი ეკონომიკები. ეს ნიშნავს მჭიდრო ურთიერთობებს, სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას და მომავალს, რომელიც არის ქვეყნებს, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, კულტუთას ნაციონალურ თავისებურებს, აღიარებენ ამ თავისუფლებას და ყოველთვის აგებენ თანამშრომლობას პარტნიორობის საფუძველზე”, – განაცხადა მარიანნა სტოჩკინამ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები