ირაკლი კობახიძე ესტონეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს, ვიზიტით ესტონეთს ეწვევა.
ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორთან, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალულაიდთან, პრემიერ-მინისტრ იური რატასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სემინარში – „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები” მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი კობახიძე ენერგიის აღმოჩენის ცენტრსა და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალს დაათვალიერებს და თბილისის მემორიალსაც მოინახულებს.

დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  ნინო წილოსანი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები