ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რესპუბლიკის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ეწვია.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და ინტენსიური გაცვლით ვიზიტების მნიშვნელობაზე. მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეაზე, რომლის სესია 2019 წლის თებერვალში გაიმართება.
საუბარი, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ამ მხრივ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს შეეხო. სენატის მარშალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ვოლსკი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები