საპატრულო პოლიციის უფროსსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა(ვიდეო)

ველისციხეში ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროს თეიმურაზ კუპატაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თემურ კუპატაძე ნიკა მელიას კოლონების გადაადგილებასთან დაკავშირებით ესაუბრებოდა.
საპატრულო პოლიციის უფროსმა ნიკა მელიას და აქციის სხვა მონაწილეებს თელავისკენ იმ მიმართულებით წასვლისკენ მოუწოდა, რომელიც სამართალდამცველებმა მიუთითეს ანუ ყვარლის გავლით. რაზეც გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები უარს ამბობენ.
“ძალა ერთობაშიას” მხარდამჭერები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, რომ გზა გახსნან და გადაადგილების შესაძლებლობა მისცენ.
ცნობისთვის, სოფელ ჩუმლაყთან სამართალდამცველებმა გზა ავტობუსით ჩახერგეს და გადაადგილება დროებით შეზღუდეს.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია თელავის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას ინაუგურაციის პარალელურად გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები