გურჯაანში, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს და მათი ავტომობილის ამობრუნება სცადეს(ვიდეო)

ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, გურჯაანის ცენტრში, პოლიციის მორიგი ბარიკადის გარღვევას ლამობს. აქციის მონაწილეების ნაწილმა საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილის ამობრუნება სცადა, ერთ-ერთი ქალბატონი კი ავტომობილზე ავიდა და სამართალდამცველებს უცენზურო სიტყვებით მიმართა.
ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე და ოპოზიციის ლიდერებს მიმართა, რომ შეუძლიათ ყვარლის მიმართულებით გადაადგილება და განუმარტა, რომ გზა ველისციხესთან უსაფრთხოების ზომების ფარგლებში იყო ჩაკეტილი.
აქციის მონაწილეები თელავისკენ გადაადგილებას ითხოვენ, რათა დაგეგმილი აქციის გამართვა შეძლონ.

https://www.youtube.com/watch?v=bSBtHm7ve2s

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები