თეიმურაზ კუპატაძე: დაანონსებული იყო, თუ საიდან უნდა ემოძრავა ოპოზიციის კოლონას – ყვარლის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ წინასწარ იყო ცნობილი, თუ საიდან უნდა ემოძრავა ოპოზიციის კოლონას. მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია, თელავში ყვარლის გავლით მოხვდეს.
ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, თელავისკენ გადაადგილდეს.
„მარშრუტი იყო დაანონსებული, თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით. ყვარლის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები