კახა კალაძე: ვერავინ გაიგო რა უნდოდა ზაზა ოქუაშვილს, სამომავლოდ, ალბათ ანიმაციებს შემოგვთავაზებს

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელის, ზაზა ოქუაშვილის მიერ “რუსთავი 2”-ის ეთერით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, სამომავლოდ ოქუშავილისგან საზოგადოებამ შესაძლოა ანიმაციაც იხილოს.
მისივე თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში ვერავინ გაიგო ბიზნესმენს რა უნდა.
“ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია. ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, სამომავლოდ, ალბათ, ანიმაციებზე გადავა. უბრალოდ, გაუგებარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რა უნდა ზაზა ოქუაშვილს, ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. როგორც ირკვევა, დავალიანება 6 მილიონი ჰქონდა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა, დღემდე ვერავინ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც ნიკა გვარამიამ გაიგო და ვერც ეკა კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და აეხსნათ საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია ზოგადად, რა უნდა ამ ადამიანს”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ მას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „იმედის” ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვდა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები