სალომე ზურაბიშვილი: მეორე ტური დემოკრატიულობის ნიშანია

მეორე ტურმა აჩვენა, რომ არანაირი გაყალბება არ იყო, რადგან თუ სახელმწიფოს და მთავრობას უნდოდა გაყალბება, მაშინ ალბათ, პირველი ტური სხვანაირად დამთავრდებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მეორე ტური დემოკრატიულობის ნიშანია.
„მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე ცუდი კამპანია, რომელიც უშუალოდ მე მეხებოდა და არაერთხელ გავაკეთე განცხადება და რატომღაც დასკვნები მაშინ არ იყო, რომ შეიძლებოდა ევროპული კამპანიის ჩატარება, მაგრამ რაც ეხება ლეგიტიმურობას და დემოკრატიულობას, მე მგონი, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში, არ მიყვარს ეს სიტყვები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული. მეორე ტურმა აჩვენა, რომ არანაირი გაყალბება არ იყო, რადგან, თუ სახელმწიფოს და მთავრობას უნდოდა გაყალბება, მაშინ ალბათ, პირველი ტური სხვანაირად დამთავრდებოდა. არ არის გაყალბებული და მე ყოველთვის ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რაც არ უნდა რთული იყოს, მეორე ტური არის ნიშანი დემოკრატიულობის და ჩვენ ასე გვაფასებს ევროპა და საერთაშორისო თანამეგობრობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები