თამაზ ელიზბარაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას სიცრუეს უწოდებს – არავის დავუბარებივარ, თანხის ან კრედიტის აღების მიზნით

გუშინ “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “კვირის აქცენტების” ერთ-ერთმა წამყვანმა და არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, როგორც თავად აღნიშნა, ცხოველთა თავშესაფრის მფლობელის, თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლისა და “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელშიც ელიზბარაშვილის მეუღლე ჟურნალისტს წერს, რომ ბიზნესმენები “ქართუში” დაიბარეს და  გაორმაგებული “ხარკის” გადახდა მოსთხოვეს.

აღნიშნული თამაზ ელიზბარაშვილმა უარყო და შესაბამისი პოსტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

“გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი-2 ზე”, “კვირის აქცენტებში” ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.
მე არავის დავუბარებივარ რაიმე თანხის ან კრედიტის აღების მიზნით და არც ასეთ ინფორმაციას ვფლობ”, – წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები