„ადამიანების ჯანმრთლობაზე ზრუნვა არ არის შავ ხვრელში გადაყრილი თანხა” – ტალიაშვილი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება

საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ საუბრისას ონკოპაციენტებზე გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადება იყო სამარცხვინო, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა თამარ ტალიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, საყოვფელთაო ჯანდაცვის პროგრამა საზოგადოების გადაწყვეტილება ,დაკვეთა და ასევე ხელისუფლების სურვილია.
„გიორგი ვაშაძის განცხადება არის სამარცხვინო , ისევე როგორც სამარცხვინო იყო ის 9 -წლიანი მართველობა ,მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ არახალია. სულს ამოგხდით, შეშებო, ჩარეცხილებო, ახლა „მომაკვდავებო“ – ეს ტერმინი დაემატა, ეს არის ჩვეული რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობის“ და ასევე ჩვეული რიტორიკა ნებისმიერი დიქტატორული რეჟიმისათვის.
ძალიან რთულია, მსგავსი გამონათქვამების კომენტირება , რთულია ადამიანურად, მაგრამ მე მგონია ,რომ საზოგადოებას არც აქვს მოლოდინი , რომ განსხვავებული რიტორიკით იმსჯელებს და ისაუბრებს ხელისუფლება , რომელმაც რეალურად განახორციელა 7 ნოემბერი , რომელმაც რეალურად სისხლით მორწყა 26 მაისს რუსთაველი და ხელისუფლება, რომელმაც საპატიმროები გადაავსო და ევროპის მასშტაბით ლიდერი გახადა ჩვენი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით და ასევე დახოცილი პატიმრების რაოდენობით საპატიმროებში.
ჯანმრთელობის დაცვის სოციალური პროგრამების განხორციელება , როდესაც ხდება პრიორიტეტი,ეს ნიშნავს, რომ ისეთი პრინციპები როგორიც არის ჰუმანიზმი, სოლიდარობა , კაცთმოყვარეობა არის მამოძრავებელი ძალა და არის პრინციპი და ღირებულება კონკრეტულად ხელისუფლებისა . ჰაერიდან რ მოდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა . ეს არის კონკრეტული საზოგადოების გადაწყვეტილება ,დაკვეთა და სურვილი ხელისუფლებისა”- განაცხადა ტალიაშვილმა.
მან ამ მიმართულებით საკრებულოსა და მერიის პროგრამების შესახებაც ისაუბრა.
„ დღევანდელი მონაცემებით უკვე ოთხმილიონჯერ ისარგებლა საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით . ჩვენი, თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამები 21 მილიონით იზრდება, მომავალი წლის ბიუჯეტი ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით . მაგალითად, ,შემიძლია დავასახელო ,რომ გაიზრდება საჭიროების შემთხვევაში იმ ბენეფიციართა რაოდენობა , რომლებიც მათ შორის ძალიან მნიშვნელოვნ და სერიოზულ ოპერაციებს ჩაიტარებენ ღვიძლის თუ ზურგის ტვინის ტრანსპლანტაციის მიმართულებით, ასევე ძუძუს კიბოს მკურნალობის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პროგრამები დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამების მეშვეობით და ზოგადად, იქნება ეს მკურნალობა სიმსივნური დაავადებების, თუ ნებისმიერი ოპერაციების დაფინანსება , მედიკამენტოზური მკურნალობა, თუ სხვა, ეს გახდა ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთერთი ძირითადი პრიორიტეტი და მამოძრავებელი ძალა . ეს, მე მგონია სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. მაგალითად, რომ ვისაუბროთ თბილისის ბიუჯეტზეც, თითქმის 400 მილიონი ლარი არის სწორედ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით გამოყოფილი , რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის სიცოცხლე და მისი ჯანმრთლობა არის პრიორიტეტი . მართლა სირცხვილია , რომ ამის ახსნა ვინმესთვის არის საჭირო ,მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ეს არ მიკვირს , მე ცხრა წლის განმავლობაში ვხედავდი , ვაკრიტიკებდი, არ მომწონდა რაც ხდებოდა დღესაც ,სამწუხაროდ, იგივე პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს დებატები, სხვა შემთხვევაში არამგონია რომ გვესაუბრა ამაზე, ადამიანების ჯანმრთლობაზე ზრუნვა არ არის შავ ხვრელში გადაყრილი თანხა. ამაზე არ მოგვიწევდა საუბარი, რომ არ იყოს ოპონენტად წარმოდგენილი ნომერი 5-იანი
„ქართული ოცნებისათვის“ ძირითადი ღირებულება არის ადამიანი . ხელისუფლებისათვის ადამიანი გახდა მიზანი და არა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო საშუალება იმისათვის, რომ განემტკიცებინათ ძალაუფლება”- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გიორგი ვაშაძის განცხადებას დღეს ონკოპაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯიას“ წევრები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, გიორგი ვაშაძემ სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს იმედი მოუკლა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განცხადება „პირველი არხის“ ეთერში გააკეთა.
„მთავარი საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ ყურადღება არ არის გამახვილებული დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში, არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე – საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ მკურნალობ არა ავადმყოფს, არამედ სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ვერევით ამ ყველაფერში, რაზეც არის დასავლური პრაქტიკა და რისკენაც მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი.
ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ იქამდე ვუმკურნალოთ, სანამ ადამიანი გადასარჩენ პირობებში მივა, რაც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან ვეღარ ვუშველოთ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ. საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალური ინექცია უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც მეტი პრევენციაა, რომ პირველ რიგში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე, რესურსები, რომელიც ამასთან დაკავშირებით იხარჯება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები