“კანდიდატების ოჯახის წევრების და მათი პირადი ცხოვრების და მორალური სახის განხილვასაც არ ერიდებიან”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი ბინძური ხასიათის კამპანია საქართველოში ჯერ არ ყოფილა. შესაბამისი პოსტი გიგაურმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
“ასეთი ჭუჭყიანი და ბინძური წინასაარჩევნო კამპანია მე არ მახსოვს ამ ქვეყანაში… მათ შორის, კანდიდატების ოჯახის წევრების და მათი პირადი ცხოვრების და მორალური სახის განხილვასაც არ ერიდებიან. ამდენ ზიზღს, რასაც სოც.ქსელში ვხედავ, სად მალავდა ეს ხალხი, არ ვიცი. სოციალურ ქსელში წარმოუდგენლად გლანძღავენ განსხვავებული აზრის გამო. ამ არჩევნებით სიცოცხლე არ მთავრდება, მეგობრებო და ამ ქვეყანაში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ყველაზე მეტად ამ ქვეყანას დაპირისპირება დაღუპავს”, – წერს ეკა გიგაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები