ანდრია გვიდიანი: სესხების ჩამოწერის საკითხზე NGO-ების განცხადება სამარცხვინო და სასაცილოა

თუ ამომრჩევლების მოსყიდვაზე იყო საუბარი, ეს ყველანაირი ლოგიკით უნდა განხორციელებულიყო არჩევნებამდე პერიოდში და არა არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გვიდიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ინიციატივაზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ამომრჩევლის მოსყიდვასთან კავშირი არ აქვს.
“ჭარბვალიანობასთან და ე.წ “შავ სიებთან” დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი, მათ შორის მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში აქტიურად განიხილებოდა ეს საკითხები და არაერთხელ მოგვისმენია მისგან, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული.
რაც შეეხება ამომრჩევლების მოსყიდვას ეს, ვფიქრობ, რომ არასერიოზული საუბარია. არასერიოზულია იმდენად, რამდენადაც ყველაზე მყარი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამაზე იყო საუბარი , ეს უბრალოდ დაემთხვა საარჩევნო პერიოდს. გარდა ამისა, ერთერთი მნიშვენლოვანი ფაქტორია ის, რომ ეს ყველაფერი მოხდება არჩევნების შემდეგ. თუ ამომრჩევლების მოსყიდვაზე იყო საუაბრი ეს უნდა განხორციელებულიყო ყველანაირი ლოგიკით არჩევნებამდე პერიოდში , არა არჩევნების შემდეგ.
რაც შეეხება ვაშაძის პოზიციას, რომ, თურმე ,ბანკები მაინც ჩამოაწერდნენ და თურმე ეს პროექტი არაფერს ნიშნავს, ესეც რა თქმა უნდა, არ არის სერიოზული არგუმენტი. აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანები არიან შავ სიაში და შესაბამისად ამის გამო ისინი ვერ ახერხებდნენ სრულფასოვნად საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობას. ეს ადამიანები ამოვლენ შავი სიიდან ამ პროგრამის განხორციელების შემდეგ“- განაცხადა გვიდიანმა.
გვიდიანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთვრობო სექტორის მიერ გავრელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„რამდნეიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ეს გარკვეულწილად დისკრიმინაციულ ნიშნებს შეიცავს. ეს ჩემი აზრით, სამარცხვინო და სასაცილო მიდგომაა. აქ საუბარია იმაზე, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ვეღარ შეძლო გადახდა და ყველანაირი რესურსი ჰქონდა ამოწურული, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდში დგომა,, მათ გაეწიათ დახმარება. „ქართუ ბანკმა“ ყველას გადაუხადოს- ეს არასერიზული მიდგომაა“- განაცხადა გვიდიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა გუშინდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარის განულებაზე. პრემიერის განცხადებით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება.
„600 000 მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს“, – განაცხადა პრემიერმა.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ინიციატივა, რომელიც ფონდ „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს.
„ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც?” – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები