გიორგი ვაშაძე: თუ ვინმეს სააკაშვილის განცხადებებზე პრობლემა აქვს, არსებობს სასამართლო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ „არა ფობიას“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ გამონათქვამს გამოეხმაურა აღნიშნა, რომ თუ ვინმეს მასთან პრობლემა აქვს, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
„მე შინაარსს არ ვიცნობ დეტალურად. შეგიძლიათ, დაუსვათ ეს კითხვა მიხეილ სააკაშვილს, აუცილებლად გაგცემთ პასუხს. თუ ვინმეს აქვს რაიმე პრობლემა მის განცხადებასთან დაკავშირებით, არსებობს სასამართლო, რომელიც, სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მიერ არის მართული და ძალიან ბედნიერები იქნებიან, თუ რაიმე სარჩელს ნახავენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, „არა ფობიას“ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები