მამუკა მდინარაძე: “ვივუსთან” მოლაპრაკება დასკვნით ეტაპზეა

„მიკროსაფინანსო ორაგანიზაცია „ვივუსთან“ მოლაპრაკება დასკვნით ეტაპზეა“, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვივუსთან“ დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამ მიმართულებითაც მიდის აქტიური მუშაობა, რომელიც შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დასკვნით ფაზაზეა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმ დარჩენილ ვალდებულებებსაც გამოისყიდის ფონდი „ქართუ“, როგორც ეს სხვა შემთხვევაში გადაწყვტა“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსნებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებითა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, “შავ სიაში” მყოფ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს დავალიანება გაუნულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები