ნუკრი ქანთარია: გრიგოლ ვაშაძე პირწავარდნილი რუსული მენტალობის ჩინოვნიკია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის მთლიანად რუსული მენტალობის მატარებელია.
„დღეს ხდება ძალიან კარგი რამ, ის, რაც ყოველთვის ხშირად მომხდარა ქართველი ერის ძნელბედობის ჟამს და დღესაც საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი აცხადებს მობილიზაციას. გადადო გვერდზე წყენაც პრეტენზიაც და ირაზმება იმისთვის, რომ არ დაუშვას აი, იმ სასტიკი რეჟიმის წარმომადგენლის, თქვენი მეთაურის სააკაშვილის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფის გაპრეზიდენტება. ერთი რამ არის შეურაცხმყოფელი, რომ დღეს ალტერნატივა ასე დგას და ვდგავართ იმ სასტიკი „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციის წინ, რომელიც საფრთხის მატარებელიც არის და ეს ერთი უბედურებაა. მეორე უბედურებაა თავად ის კანდიდატი, რომელსაც თქვენ მხარს უჭერთ, რომელიც არის პირწავარდნილი რუსული მენტალობის ჩინოვნიკი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მას დოსტოევსკი უყვარს და ჩეხოვი, ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით, ძალიან კარგია. არც იმას ვამბობ, რომ ის რუსეთში რატომ სწავლობდა ან რატომ მუშაობდა. მაგრამ ეს ადამიანი გახლდათ 82 წლიდან 90 წლამდე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო ჩინოვნიკი,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.​
ამასთან, დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მმართველი გუნდის დეპუტატის განცხადებით, ეს იყო პროვოკაცია ენზელ მკოიანის წინააღმდეგ, რომელსაც „ამხანაგი ვაშაძე სწორედ КГБ-ს ხელწერით აწარმოებდა.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები