ოთარ გრიგოლია „ნაცმოძრაობას“: თქვენ პირდაპირ მტრობთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას

თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელის შეშლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიცია ერთი მხრივ,  სულ იმაზე საუბრობს, რომ  ხელისუფლება ეკონომიკის წინსვლისთვის არაფერს აკეთებს, მეორე მხრივ კი, გრიგოლ ვაშაძის პიარ-ტექნოლოგი საერთაშორისო მედიით ავრცელებს ინფორმაციას,  რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავენ.

„ამით, „ნაციონალური მოძრაობა“ ინვესტორებს აძლევს სიგნალს, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადება არ შეიძლება. თქვენ პირდაპირ  მტრობთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები