ისრაელში საქართველოს საელჩო იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ ქართველებს მიმართავს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში ქართველებმა საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად უნდა იმოქმედონ.
„ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორიდან 370 რაკეტის და ნაღმის გაშვება დააფიქსირეს. აქედან 100 ჭურვი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს. დაღუპულია 3 პალესტინის და 1 ისრაელის მოქალაქე, 50-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები