“ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ჰააგის სასამართლოში სრულად უზრუნველვყოფთ – მინისტრების დაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ”

“საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში, მინისტრების დაბარების საფუძველი არის ის სპეკულაციები, რომელიც დაგეგმილია რუსი პიარტექნოლოგების მიერ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საერთო ინტერესის მქონე თემებზე სპეკულაციები არ შეიძლება.
„ჰააგის საქმეზე გვქონდა კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საკითხში. მინისტრების დაბარების საფუძველი არის ის სპეკულაციები, რომელიც არის დაგეგმილი რუსი პიარტექნოლოგების მიერ. ბუნებრივია, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. არ შეიძლება, სპეკულაციები ისეთ თემაზე, რომელიც ჩვენ საერთო ეროვნულ ინტერესს უკავშირდება. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამითაც გამოირჩევა საარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც ზოგადად, ის სპეკულირებს ისეთ თემებზეც კი, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსნებთ, რომ ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით, პარლამენტში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები